რეზონანსი
17.05.2025

ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელი დღე დამოუკიდებლობისა და ოჯახის პატივისცემის სიმბოლოა.

„გილოცავთ, ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×