რეზონანსი
17.05.2025

ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი.

„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×