რეზონანსი
16.05.2025

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი მზადაა „მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის" ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენი პოზიციაა - თუ რუსები უარს ამბობენ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტასა და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×