რეზონანსი
16.05.2025

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტში მონაწილეობენ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებზე. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ცალკე შეხვედრის შემდეგ მათ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეუერთდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×