რეზონანსი
16.05.2025

სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამმხრივი შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×