რეზონანსი
15.05.2025

დასაქმებულთა ზრდის ფონზე, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. ოფიციალური მონაცემები "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, გასულ წელს უმუშევართა რაოდენობა 2,5-ით შემცირდა და 13,9 პროცენტი შეადგინა.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას, ეკონომიკური ზრდის ტემპს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო 3 წელიწადში საქართველოში 195 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

შრომის ბაზარზე არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ამბობენ, რომ უმუშევართა რაოდენობის შემცირება, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს.

დასაქმების ზრდის ტემპს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს უკავშირებენ ანალიტიკოსებიც. შრომის ბაზარზე დღეს არსებული დინამიკა, ექსპერტებს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს.

უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით, 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მიმდინარე თვეში გამოაქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×