რეზონანსი
15.05.2025

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.

ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.

პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.

„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×