რეზონანსი
15.05.2025

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და მას ტირანა უმასპინძლებს - ალბანეთის დედაქალაქში სავარაუდოდ ევროპული 47 ქვეყნის ლიდერი ჩამოვა, მათ შორის არის ქართული დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

სამიტის ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური გამოწვევები ევროპის კონტინენტისთვის. ამავდროულად თანამშრომლობა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში, ასევე განათლების კუთხით თანამშრომლობა ევროპულ ქვეყნებს შორის. სამიტი ხვალ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პანელურ დისკუსიას მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას ევროპელი ლიდერები მიიღებენ. ბუნებრივია სამიტზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაციაც და შეხვედრებსა და სამიტის მნიშვნელობაზე კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა.

"მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ამ ფორმატში კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც ევროპის ლიდერები იმსჯელებენ უსაფრთხოებასთან, თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპის რეგიონში. ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორმატში და ტირანაშიც საქართველო მოწვეულია და მიიღებს აქტიურ მონაწილეობას იმ დისკუსიებში, რომლებიც გაიმართება ამ შეხვედრების ფარგლებში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×