რეზონანსი
15.05.2025

 "უკადრებელი იკადრა..." - რას აცხადებენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე

"რო­დე­საც ვი­ღა­ცა ცდი­ლობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­ში ჩა­არ­ტყას, მერე პრე­ტენ­ზია არ უნდა ჰქონ­დეს, რომ არ გპა­სუ­ხო­ბენ. მან სცა­და ისე­თი რამ, რის გა­მოც არ და­იმ­სა­ხუ­რა პა­სუ­ხი და და­იმ­სა­ხუ­რა მისი კან­დი­და­ტუ­რის გა­მოწ­ვე­ვა. ის და­უ­პი­რის­პირ­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს. არ გან­მარ­ტავ უფრო მე­ტად, იმი­ტომ, რომ საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ წლის ბო­ლომ­დე იკა­ვებს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას", - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ი­ძემ მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­მა მისი პა­სუ­ხით და­ამ­ტკი­ცა, რომ მისი გა­მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო. შე­სა­ბა­მი­სად, კო­ბა­ხი­ძის თქმით, მთავ­რო­ბის მხრი­დან ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის არ­გა­მოწ­ვე­ვა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩებს, მე ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ იმი­ტომ, რომ და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა ხოლ­მე ელ­ჩე­ბის და­ბა­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ მე­სა­მე ვა­დით და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი კონ­კრე­ტულ კან­დი­და­ტუ­რას, სა­უ­ბა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ი­ბა­რეს და ამ კუ­თხით ერ­თგვა­რი ან­გა­რი­ში მოს­თხო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ამ თე­მას, ისე­თი აღ­ქმა აქვს ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კე­თილ­შო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმ­სა­ხუ­რებს უდი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ვი­ღა­ცებს აქვთ ამის აღ­ქმა, რომ შე­იძ­ლე­ბა თავ­ში ჩა­არ­ტყან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იქი­დან რე­აქ­ცი­აც არ უნდა მი­ი­ღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავ­ში ჩარ­ტყმას თავ­ში ჩარ­ტყმით არ ვუ­პა­სუ­ხებთ, მაგ­რამ ასეთ ქმე­დე­ბებ­ზე ყვე­ლა მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის პა­სუხს და სწო­რედ ამას ეფუძ­ნე­ბო­და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მხარ­და­ჭე­რას­თან, თუ რო­მე­ლი­მე სხვა კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რას­თან. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქნა კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის თა­ო­ბა­ზე და შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ. არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ არის ამ ორ მოვ­ლე­ნას შო­რის. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ეს უდი­ე­რი მიდ­გო­მა, თავ­ში ჩარ­ტყმის მცდე­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და სხვა­ნა­ი­რად, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მოქ­ვეყ­ნდა მე­სი­ჯი, რო­მელ­მაც ცხა­დად და­ა­დას­ტუ­რა ის, რომ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კან­დი­და­ტის გა­მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე.

ეს კაცი წლის ბო­ლომ­დე არის გა­ე­როს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. რო­დე­საც ასე­თი კაცი, ჯერ კი­დევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი, ასე­თი ლექ­სი­კით სა­უბ­რობს სა­კუ­თა­რი წარმდგე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, ეს არის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად... პა­სუხს უნდა იმ­სა­ხუ­რებ­დე იმის­თვის, რომ შემ­დეგ მას­ზე პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა. რო­დე­საც ვი­ღა­ცა ცდი­ლობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­ში ჩა­არ­ტყას, მერე პრე­ტენ­ზია არ უნდა ჰქონ­დეს, რომ არ გპა­სუ­ხო­ბენ. მან სცა­და ისე­თი რამ, რის გა­მოც არ და­იმ­სა­ხუ­რა პა­სუ­ხი და და­იმ­სა­ხუ­რა მისი კან­დი­და­ტუ­რის გა­მოწ­ვე­ვა. ის და­უ­პი­რის­პირ­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს. არ გან­მარ­ტავ უფრო მე­ტად, იმი­ტომ, რომ საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ, წლის ბო­ლომ­დე იკა­ვებს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

მინ­და შე­გახ­სე­ნო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემ­დეგ კი 4 წლის წინ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი მის კან­დი­და­ტუ­რას და ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი ჩავ­დეთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში. მა­ში­ნაც იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც უხე­ში ლექ­სი­კით მო­იხ­სე­ნი­ებს ეს კონ­კრე­ტუ­ლი [პირი]. მოგ­წონთ ის ტერ­მი­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი [იყე­ნებს]? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ვინ­მეს მოს­წონ­დეს? ამით ხომ და­ამ­ტკი­ცა მან, რომ მისი გა­მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მხრი­დან ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და ამ კან­დი­და­ტუ­რის არ­გა­მოწ­ვე­ვა. ეს იქ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი. როცა ვი­ღაც ცდი­ლობს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­არ­ტყას თავ­ში, ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­მა „უკად­რე­ბე­ლი იკად­რა და ყო­ველ­გვა­რი წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა".

„უკად­რე­ბე­ლი იკად­რა და ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ სწო­რი იყო, მი­სი­ვე პირ­ვე­ლი­ვე სი­ტყვე­ბი­დან გა­მოჩ­ნდა. როცა აქეთ-იქით რე­კავ და ცდი­ლობ, ათა­სი ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­ძებ­ნო, ხვეწ­ნით და მუ­და­რით - მდი­ნა­რა­ძეს­თან, კო­ბა­ხი­ძეს­თან, კა­ლა­ძეს­თან და ა.შ. და იხ­ვე­წე­ბი, იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ და რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, ასეთ რა­ღა­ცას კად­რუ­ლობ - მის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე, იმა­ზე თუ ვინ ვინ არის და რას იმ­სა­ხუ­რებს, ალ­ბათ, აქე­დან უნდა ვიმ­სჯე­ლოთ.

მან უკად­რე­ბე­ლი იკად­რა, ყო­ველ­გვა­რი წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ წარ­მო­ად­გენს. თა­ვის დრო­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იყო გარ­კვე­ულ პარტნი­ო­რებ­თან და არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ჩვენ ბევ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მი­სე­ბის და კონ­სენ­სუ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიგ­ვი­ღია, მაგ­რამ ამ დე­ტა­ლებ­ში აღარ შე­ვალ. და­გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ თა­ვის დრო­ზე იყო პარტნი­ორ­თა გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მათი რჩე­ვე­ბი... ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ყვე­ლას გვი­ხა­რია და გვი­ხა­რო­და, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა უმაღ­ლესს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე (ეს ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლას გვი­ხა­რია), მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლოს კი აღარ წარ­მო­ად­გენს, ის წარ­მო­ად­გენს თა­ვის პატ­რო­ნებს. ახლა გული რომ წყდე­ბა - პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ურე­კავ­და და არ იღებ­და, ჩვენც ძა­ლი­ან გული გვწყდე­ბა, ჩვენ კი არა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რებ­თან ამ გა­ურ­კვე­ველ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, მისი როლი, სტა­ტუ­სი, ჩარ­თუ­ლო­ბა და ამ დროს იქით არის სახ­ვე­წა­რი, მა­შინ უნდა მიხ­ვდეს. წი­თე­ლი ხა­ზია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ურე­კავ­დნენ თვე­ე­ბით ადრე სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე და ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ ფე­ხებ­ზე იკი­დებს, მა­შინ უნდა იფიქ­როს, რომ სახ­ვეწ­ნე­ლად გა­უხ­დე­ბა საქ­მე და მერე ამ ხვეწ­ნა-მუ­და­რას, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­ცე­მას, არა­ვინ სე­რი­ო­ზუ­ლად არ შე­ხე­დავს, ისე შე­ა­ფა­სებს, რო­გორც სა­ჭი­როა და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ამი­ტომ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ თა­ვის პატ­რო­ნებს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, უნდა იცო­დეს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს არ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო მათ კან­დი­და­ტუ­რას არც მხარს და­უ­ჭერს, პი­რი­ქით დაბ­ლო­კავს. აქ ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეც იყო, მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ზე გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, იმ ჩვენ ევ­რო­პელ მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­საც ჰქონ­დათ, რომ­ლებ­საც ასე­თი პრე­ცე­დენ­ტის დაშ­ვე­ბა არ უნ­დო­დათ. მისი შან­სე­ბი ისე­დაც ნაკ­ლე­ბი იყო და ამ 1%-იანი შან­სის გუ­ლის­თვის ის უკად­რე­ბელს კად­რუ­ლობს", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×