რეზონანსი
15.05.2025

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ არის იმედგაცრუებული ფაქტით, რომ თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებს პუტინი არ ესწრება.

ტრამპის თქმით, ის პუტინის ამ შეხვედრებზე წასვლას არც ელოდა.

"არა, მე არც ველოდი, რომ პუტინი წასულიყო. რატომ უნდა წავიდეს, თუ მე არ მივდივარ? იმიტომ, რომ თავად არ ვაპირებდი წასვლას. წავიდოდი კი, მაგრამ გეგმაში არ მქონდა. ვთქვი - არ მგონია, რომ ის წავიდეს, თუ მე არ წავალ და ასეც მოხდა.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინი წავიდოდა, თუკი მე იქ არ ვიქნებოდი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×