რეზონანსი
11.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს.

„რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს, შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას, დაუყოვნებლივ. მინიმუმ, ისინი შეძლებენ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც ვერ იქნებოდა მოპოვებული ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. გამართეთ შეხვედრა, ახლავე!!!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×