რეზონანსი
11.05.2025

მოქალაქეებმა, რომლებიც ახმეტელის მეტროსადგურთან იყვნენ შეკრებილები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს.

მსვლელობის მონაწილეებმა ამერიკის საელჩოს საქართველოში მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატაში - „MEGOBARI აქტის" მხარდაჭერის გამო.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებდნენ, „MEGOBARI აქტი" საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერი დოკუმენტია.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ს დროშები. ასევე, მანიფესტანტებმა ადგილზე ფერადი კვამლი გაუშვეს.

გარდა ამისა, მარშის დროს მანიფესტანტები სკანდირებდნენ: "გადადექით", "სანქციები გზაშია", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "დამხობა რეჟიმს".

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: "ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობაო", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!", "MEGOBARI ACTI - მეგობრობა აქტში!"

თავდაპირველად, მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათზე სადგურის მოედნის, ავლაბრის და „დელისის" მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მეტროთი ახმეტელის მეტროსადგურთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი ახმეტელის მეტროსადგურიდან საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობამდე მარში გამართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×