რეზონანსი
11.05.2025

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა და მსოფლიოში ომების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პაპი უკრაინაში ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის დამყარების, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და დაჯგუფება „ჰამასის" მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული" აჩუქოს. მისი თქმით, გულში ატარებს „უკრაინის საყვარელი ხალხის ტანჯვას".

„აღარანაირი ომები", - აღნიშნა პაპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×