
შიდა ქართლში დააკავეს მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად არასწრულოვანზე ძალადობა ედება. 60 წლის კაცს შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება.
საქმის მასალებიდან იკრვეა, რომ ფანდურის მასწავლებელმა 15 გოგონაზე საკუთარ ავტომობილში სკოლისკენ მიმავალ გზაზე იძალადა. "პირველებს" ადგილზე უყვებიან, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ძალადობის პირველი ფაქტი, რადგან მუსიკის მასწავლებელი დასაქმებული იყო აგარის, გორის, სურამის და ხაშურის სამუსიკო სკოლებში.
ადგლობრივები მომხდარით შოკირებულები არიან და ფაქტის დაჯერება უჭირთ.
გავიგეთ, რომ მოსწავლე იმასქნაო, მაგრამ არა მგონია, რომ ეგ სიმართლე იყოს. მაგას ნამდვილად ვერ დავიჯერებ
ვერანაირად. რაც გავიგეთ, ამდვილად არ არის სასიამოვნო, იმიტომ, რომ ამდენი წლებია მეზობლად არის ეს ბიჭი და ამისგან ცუდი არაფერი გაგვიგია. მითუმეტეს, ჩემი შვილიშვილიც დადიოდა მაგათთან, ფანდურის დაკვრაზე და სადაც მიჰყავდა ხოლმე, ყოველთვის ისეთი მზრუნველი იყო, როგორც მშობელი ისე ზრუნავდა ბავშვებზე, - ამბობს ადგილობრივი.
პატიოსანი, წესირიე ბიჭია. მაგნაირი ბიჭი უბანში არ იყო, მაგნაირი კარგი ოჯახის შვილი. უბანში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ცუდს არავინ გეტყვით, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი ამბობს, რომ დაკავებული კაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ამიტომ მომხდარს ვერ გამორიცხავენ.
"პირველები" ბრალდებულის ოჯახშიც მივიდა. დაკავებულის მეუღლეს აღნიშნული დააშაულის არ სჯერა.
ინფორმაცია არ აქვთ არც ბრალდებულის სამსახურში. აიპიში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
შსს გამოძიებას არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით აწარმოებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ კაცს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.