რეზონანსი
30.04.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, თავისი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, ირანის უკანონო ნავთობისა და ნავთობქიმიური ექსპორტი - მათ შორის ჩინეთში ექსპორტი - ნულამდე შეამციროს“, - ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.

სანქციები მიმართულია შვიდი სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ვაჭრობაში, და ასევე განსაზღვრავს ორ გემს, რომლებიც სანქცირებული საზღვაო მართვის კომპანიის ნაწილია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ნედლი ნავთობის მიწოდების ჯაჭვში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×