
ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ძლიერი ხანძარი იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, იერუსალიმის მახლობლად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ხანძრის, სულ მცირე, ხუთი კერა მძვინვარებს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 63 სახანძრო ჯგუფი და 11 თვითმფრინავია ჩართული.
ინტერნეტში ვრცელდება სტიქიის ზონაში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობა პანიკაშია.
ისინი ცეცხლის კერისგან გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა სამხედროებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების მიზნით ჩართვა უბრძანა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა დახმარებისთვის კვიპროსს, ხორვატიას, იტალიასა და საბერძნეთს მიმართა.
