რეზონანსი
30.04.2025

ბოლო 10 წელში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები 164%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის 3 თვეში ყალბი დოკუმენტების დამზადების  (სსკ-ის მუხლი 362) 230 ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მონაცემებს ამის შესახებ საქსტატი პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვარი - 57

თებერვალი - 77

მარტი- 96

10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი თითქმის 3 ჯერ არის გაზრდილი. 2015 წლის 3 თვეში აღნიშნული დანაშაულების რაოდენობა 87 იყო.

იანვარი - 18

თებერვალი - 29

მარტი- 40

362-ე მუხლი 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დიდი ზიანის მიყენების ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სასჯელი 6 წლამდე იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×