რეზონანსი
30.04.2025

„დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ მოლოდინი მაქვს, შემდეგი ამ პრიზს მარგარიტა სიმონიანი მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილს პრემია მიანიჭა.

„დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ ველოდები, შემდეგი, ვინც ამ პრიზს მიიღებს, მარგარიტა სიმონიანი იქნება. ის ასეთივე პროპაგანდისტია, ოღონდ, სხვა ეროვნების. მათ ამ საქმეში წარმატებას ვისურვებ. ერთი უბედურებაა, თუ არ იციან, ეს ადამიანები ვინ არიან და ასეთი ორგანიზაცია პრიზს ისე აძლევს, მაგრამ მეორე დიდი უბედურებაა, რომ იციან, მაგრამ პრიზსს მაინც ანიჭებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×