რეზონანსი
30.04.2025

„თოდუას კლინიკიდან“ არცერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა. კლინიკაში მოქმედებს უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, რომლებმაც შესაბამისად იმუშავა, - განაცხადა მედიასთან „თოდუას კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მანანა გაბელიამ.

მისივე განმარტებით, კლინიკაში განაგრძობენ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

„ვაგრძელებთ სტაციონარში პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება, ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მანანა გაბელიამ.

თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო, რომელიც დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის გამო ბაზრობასთან ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×