რეზონანსი
28.04.2025

 თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.

მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×