
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებაა ავრცელებს, რომელიც პურის მწარმოებლების მიერ პურის, ფქვილის და ხორბლის ბაზარზე მომდინარე პროცესებს შეეხება. ასოციაცია კატეგორიულად არ ეთანხმება ბოლო პერიოდში პურის მწარმოებლების მიერ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გამოთქმულ მოსაზრებებს, იმის შესახებ, რომ:
1. თითქოს ფქვილის საიმპორტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს საქართველოში ზღუდავს კონკურენციის პირობებს ბაზარზე და აქედან გამომდინარე რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობა ბაზარზე შეზღუდულია
2. თითქოს რუსული ფქვილი თავისი პარამეტრებით გაცილებით უკეთესია ქართულ ფქვილზე და მისი გამოყენების გარეშე პურის ხარისხი უარესდება
3. თითქოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების გადახედვა და რუსული ფქვილის შემოსვლა არის გარანტია მეპურეების მიერ პურზე ფასის შენარჩუნების შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ საკითხები ეხება უშუალოდ ჩვენს დარგს , გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს დღეს აღნიშნულ ბაზრებზე, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში საკითხების ირგვლივ სამსჯელოდ.
გვინდა თანმიმდევრულად მივყვეთ აღნიშნულ საკითხებს
1. თითქოს ფქვილის საიმპორტო გადასახადი , რომელიც მოქმედებს საქართველოში ზღუდავს კონკურენციის პირობებს ბაზარზე და აქედან გამომდინარე რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობა ბაზარზე შეზღუდულია
-საზოგადოებისათვის ცნობილია , თუმცა კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ფქვილის საიმპორტო გადასახადის დაწესების წინაპირობას და მიზნებს:
2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა შემოიღო „ მცურავი ბაჟი “ ხორბალის ექსპორტზე, რამაც ხელოვნურად გააძვირა ხორბლის ფასი , პარალელურად ნულოვანი გადასახადი დარჩა რუსეთიდან ექსპორტირებულ ფქვილზე , აღნიშნულმა გამოიწვია საქართველოს ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების დარღვევა რუსული ფქვილის სასარგებლოდ , მოვიღეთ მოცემულობა - თუ მანამდე 2021 -2023 წლებში სტატისტიკურად საქართველოში შემოდიოდა 12 000 ტონა/წელიწადში რუსული ფქვილი, 2021 წლიდან საქართველოში აგრესიულად შემოვიდა რუსული ფქვილი, ამ ნიშნულმა 180 000 ტონას წელიწადი მიაღწია. შესაბამისად გაჩერდა წისქვილები, ქართველმა მეხორბლეებმა ვერ ჩააბარეს ხორბალი, ამის ფონზე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეექმნა პრობლემები. ცნობისათვის პურის ფასს ამ რაოდენობით რუსული ფქვილის ს იმპორტმაც ვერ უშველა და ფასმა 2022 წელში მოიმატა (ამაზე ქვემოთ უფრო ფართო განმარტება).
აღნიშნულის საპასუხოდ, რუსული ფქვილის კატასტროფულად გაზრდილი იმპორტის მაჩვენებლის საპასუხოდ , 2023 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ შემოიღო რუსული ხორბლის „მცურავი ბაჟის „ საპირწონე , „ფქვილის საიმპორტო (დამაბალანსებელი) „ მოსაკრებელი, რომელის მოქმედების შედეგად საქართველოს ბიუჯეტში დამატებით შევიდა 50 მილიონამდე ლარი. აღნიშნული მოსაკრებელი დღესაც მოქმედებს და მისი ოდენობა განსაზღვრულია და პერიოდულად იცვლება ისე, რომ შენარჩუნებული იქნას ბალანსი და თანაბარი კონკურენციის პირობები რუსულ ფქვილის იმპორტსა და ადგილობრივად გამოშვებულ ფქვილს შორის.
დღეს ბაზარზე საკმაოდ რაოდენობით არის წარმოდგეენილი რუსული ფქვილი და მისი ხელმისაწვდომობა პრობლემას არ წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურებაა რუსული ფქვილის იმპორტის სტატისტიკის შედარება მრავალწლიანი ფქვილის იმპორტსა და დღევანდელი ფქვილის იმპორტს შორის .
საქსტატის მონაცემებით ,საქართველოში 2025 წლის განმავლობაში სტაბილურად შემოდის 3 000 ტონამდე ფქვილი, რაც საქართველოს ფქვილის მოხმარების დაახლოების 10 %-ს წარმოადგენს და მრავალწლიან ყოველთვიურ სტატისტიკურ მონაცემს 2-ჯერ აღემატება.
ცნობისათვის: საქსტატის მონაცემებით ფქვილის ყოველთვიური იმპორტი საქართველოში 2007-2021 წლებში არ აღემატებოდა 1500 ტონას/თვეში (გამონაკლის წარმოადგენს ყველასათვის ცნობილი ზემოთ მოყვანილი ანომალური 2021 წლის ივნისი -2023 წლის ივლისის პერიოდი , როდესაც დარღვეული იყო თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტის სასარგებლოდ და საქართველოში აგრესიულად და უკონტროლოდ შემოვიდა ათიათასობით ტონა რუსული ფქვილი)
აღნიშნული ნათლად მეტყველებს, რომ ბოლო პერიოდში მეპურეების მიერ არაერთხელ გაჟღერებული, თითქოს ბაზარზე რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია არ შეესაბამება სინამდვილეს და კიდევ ერთხელ გავმეორდებით საშუალო სტატისტიკურ მონაცემს 2 -ჯერ აღემატება
2. თითქოს რუსული ფქვილი თავისი პარამეტრებით გაცილებით უკეთესია ქართულ ფქვილზე და მისი გამოყენების გარეშე პურის ხარისხი უარესდება
გქვინდა განვმარტოთ, რომ ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატების მიერ იფქვევა ზუსტად იმ ხარისხის და კატეგორიის, მეტიც რუსეთის იმავე რეგიონიდან იმპორტირებულ რუსულ სასურსათო ხორბალი , რასაც რუსეთში იგივე რეგიონში მდებარე წისქვიკომბინატები ფქვავენ და ფქვილის ექსპორტს ახორციელებენ საქართველოში.
ბოლო პერიოდში ბაზარზე შემოვიდა ყაზახური ხორბალი . გვინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნოთ , რომ იგი სრულ შესაბამისობაშია სასურსათო ხორბლის პარამეტრებთან, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით . ასევე გვინდა განვმარტოთ, რომ ყაზახეთი არის საერთაშორისო ბაზარზე ათეულობით ქვეყნისათვის ხორბლის მიწოდების სანდო პარტნიორი.
რაც შეეხება ქართულ ხორბალს - საქართველოს ბაზარზე დღეის მდგომარეობით თითქმის ამოწურულია ქართული ხორბლის მარაგები და შესაბამისად ის თითქმის არ იფქვევა. ახალი შესყიდვები ბაზარზე განახლდება ახალი მოსავლის პირობებში დაახლოებით 2 თვეში
ცნობისათვის: ასოციაციის წევრი კომპანიები მუშაობენ მკაცრად განსაზღვრული საქართველოში მოქმედი ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული ფქვილის პარამეტრები კატეგორიების მიხედვით . აგრეთვე ასოციაციის ყველა კომპანიას დანერგილი აქვს HACCP - სურსათის უვნებლობის სისტემა და რამოდენიმეს ISO სტანდარტის სისტემა.
შენიშვნა : გარდა ასოციაციის წევრი კომპანიებისა ბაზარზე მუშაობს რამოდენიმე ათეული წისქვილკომბინატი , რომლებიც ასოციაციის წევრი არ არის და თუ მეპურეებს მათთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები აქვთ , მოუწოდებთ ნუ შეიძენენ მათ პროდუქციას, არამედ შეიძინონ იქ სადაც ამის მაქსიმალური გარანტიები აქვთ. ასოციაცია ყოველმხრივ დაინტერესებულია ამ მხრივ ბაზრის სწორ ფუნქციონირებაში.
3. თითქოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების გადახედვა და რუსული ფქვილის შემოსვლა არის გარანტია მეპურეების მიერ პურზე ფასის შენარჩუნების
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულს , მითუმეტეს აღნიშნული მდგომარეობაში ქვეყანა უკვე იყო და ამის მწარე გამოცდილება თვითონ მეპურეებსაც აქვს.
შევახსენებთ მათ და საზოგადოებასაც , რომ 2022 წელს მეპურეების კატეგორიული მოთხოვნით , საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ შეთავაზებულ საიმპორტო ( დამაბალანსებელი )გადასახადის მიღებაზე და გაიზიარა მეპურეების არგუმენტი , რომ აღნიშნული გადასახადის შემოღება საქართველოში პურს გააძვირებდა რადგან შეიზღუდებოდა რუსული ფქვილის იმპორტი .(ზუსტად იგივე არგუმენტი რასაც დღეს აყენებენ მეპურეები) .
თუმცა, მიუხედავად იმისა რომ 180 000 ტონა რუსული ფქვილი მთლიანად დომინირებდა საქაღთველოს ბაზარზე , ქართული წისქვილკომბინატების გაჩერების ფონზე. პური მაინც გაძვირდა, შესაბამისად გაუგებარი და მიუღებელია დღეს მეპურეების მიერ ისევ იგივე საკითხის და იგივე არგუმენტებით წამოწევა, თითქოს პურის ფასის შენარჩუნების მოტივით.
-საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მოუწოდებთ მეპურეებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხებს. რადგან ორივე ჩვენი დარგი მუშაობს სფეროებში რომელიც , როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია . ამდენად გვმართებს უფრო ფართო პრიზმით შევხედოთ აღნიშნულს.
რადგან, დღეს საკითხები ფართო მსჯელობის საგანია და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს - გვინდა მივმართოთ მეპურეებს გათვიცნობიერებული თუ აქვთ , მათ მიერ მოთხოვნილი საიმპორტო გადასახადი რომ გადაიხედოს , რა პროცესები განვითარდება ბაზარზე და თუ იღებენ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას - ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების , მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგების და პურის ფასის შენარჩუნების კუთხით. ანუ უფრო კონკრეტულად:
1. საიმპორტო გადასახადის გადახედვის შემთხვევაში , მეპურეები იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას სასურსათო უსაფრთხოებაზე ( ქვეყანაში 2 თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობაზე და შესაბამისად მოსახლეობის შეუფერხებლად მომარაგებაზე)?
2. საიმპორტო გადასახადის გადახედვა , რაც ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის სრულ გადასვლას იმპორტირებულ ფქვილზე , წარმოადგენს თუ არა პურის ფასის შენარჩუნების გარანტიას? ( რატომ ვერ მოახერხეს მეპურეებმა იგივე პირობებში პურის ფასის შენარჩუნება 2022 წელს ?)
3 საიმპორტო გადასახადის გადახედვის და შესაბამისად წისქვილების გაჩერების პირობებში , რას სთავაზობენ მეპურეები ქართველ მეხორბლეებს - სად ჩააბარონ ხორბლის მოსავალი , რომელის აღებაც უახლოეს თვეებში დაიწყება (დაახლოებით 160 000 ტონა ელოდებიან )
თავის მხრივ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს , რომ როგორც ყველა დარგში, ჩვენ დარგშიც არის გამოწვევები და ვმუშაობთ მათ აღმოსაფხვრელად.
ყოველთვის მზად ვართ არ მარტო კოლეგა მეპურეებთან ,არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის არსებული პრობლემების ერთობლივად გადასაწყვეტად , ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
აგრეთვე მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს ნებისმიერ დამატებით კითხვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.