
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
"ზვარტნოცის" საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.
"მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარების.
პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლურ როლს წარმოადგენს ამ ჩვენი დამოკიდებულებისა და სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ანუ ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.