რეზონანსი
28.04.2025

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული.

კოშტას თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს და ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მუშაობენ მომხდარის მიზეზის დადგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც უსრულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, ევროპელი მაღალჩინოსნები „კოორდინირებას გაუწევენ ძალისხმევას და გაცვლიან ინფორმაციას ელექტროენერგიის სისტემის აღდგენის ხელშესაწყობად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×