რეზონანსი
28.04.2025

აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მიერ სახეში ხელის დარტყმის შემდეგ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე ნახა.

როგორც შსს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოსამართლის თანდასწრებით თქვა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უსფროსისთვის რამე ვიზუალური დაზიანება არ შეუმჩნევია. 

ბესელია ამბობს, რომ სისხლდენა, სისხლნაჟღენთი ან ნაკაწრი დგებუაძის სახეზე არ უნახავს, სიწითლისთვის კი ყურადღება არ მიუქცევია.  

ეს მაშინ, როცა სხვა პოლიციელების ჩვენებით, ირაკლი დგებუაძეს ლოყისა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. 

ჩემთვის აღქმადი [დაზიანება] არის სისხლდენა, რაღაც ეგეთი დაზიანება არ მინახავს. სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება, არც შემიხედავს, არ დავკვირვებივარ“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×