რეზონანსი
28.04.2025

პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. 

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. 

"ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად. პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, სანქცირებულია "ოცნების" უმეტესი ნაწილი. ხალხისგან ნდობა არ არის, ქვეყანაში არც კეთილდღეობაა, არც სტაბილურობა და არც ის ევროპული მომავალი, რომელსაც ასე უღირსად ატყუებდნენ ამომრჩეველს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას თქმით, დარღვევები იყო როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.

"იყო არანორმალური რაოდენობის დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ ასევე არასწორი მენეჯმენტის მიმართულებით, ჩვენ ვნახეთ ეს დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდის არასწორი საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით", - აცხადებს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, სპიკერი აჯამებს განვლილ ექვს თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საურობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×