რეზონანსი
28.04.2025

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.

ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.

„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×