რეზონანსი
28.04.2025

დღეს ვლადიკავკაზში გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის კი­დევ ერთი, მე­სა­მე მო­ნა­წი­ლე - ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გად­მოყ­ვა­ნი­ლი და ამ­ჟა­მად მისი და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც "ამბებს" წყა­რომ დაუდასტურა, ფიდო ეფხოშ­ვი­ლიც ყაზ­ბე­გის მკვიდ­რი და ხა­ი­კაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლია.

"ეფხოშ­ვი­ლის ოჯა­ხი ხა­ი­კაშ­ვი­ლებ­მა არ შე­ი­რი­გეს, გან­სხვა­ვე­ბით ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის­გან. დღეს ფიდო და­ი­ჭი­რეს ყაზ­ბეგ­ში და და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ეფხოშ­ვი­ლი 35 წლამ­დე იქ­ნე­ბა, ქუ­შაშ­ვი­ლებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ავარ­დნი­ლია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის ოჯახ­საც მო­უ­წევს ხე­ვი­დან გა­და­სახ­ლე­ბა. რო­გორც იცით, მოხ­და გვა­რე­ბის შე­რი­გე­ბა, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ჩვე­ნი ადა­თით, ორმოცამდე მიც­ვა­ლე­ბულს პა­ტივს სცე­მენ და მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბაც ალ­ბათ მერე მოხ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს და ოჯა­ხე­ბიც და­ღუ­პეს... მო­ხუ­ცი ხალ­ხის ტი­რი­ლი და გო­დე­ბა ის­მის მთელს ხევ­ში.

ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის უხუ­ცე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გვა­რის უფ­რო­სი 90 წლის კა­ცია, მას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­სახ­ლეს­თა­ნაც და­უ­ჩო­ქია. ამის შემ­ხედ­ვა­რე გიას დედა გა­და­რე­უ­ლა და თვი­თონ წა­მო­უ­ყე­ნე­ბია მო­ხუ­ცი. ორი ქუ­შაშ­ვი­ლი დარ­ჩა და­სა­ჭე­რი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ კვალს ჯერ ვერ მი­აგ­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ვინ­ცაა, გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლი, ცი­ხი­დან მის ბი­ძაშ­ვილს - პა­ა­ტას ემუქ­რე­ბა, უკარ­გეს ბიჭს (ვინც ვი­დეო დადო და მკვლე­ლებ­ზე და­წე­რა, გვა­რის შე­მარ­ცხვენ­ლე­ბი უნდა გა­ვა­სახ­ლო­თო), იუ­კად­რი­სა თურ­მე, გა­მო­ვალ და ვნა­ხავთ, ვის გა­ა­სახ­ლებ­თო - კი­დევ აქეთ იმუქ­რე­ბა.

რაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, მკვლე­ლე­ბის დედა გა­თი­შუ­ლია, გონ­ზე მო­დის, ისევ ითი­შე­ბა, არც ჭამს, არც სვამს. ამ მკვლე­ლებ­მა და­ღუ­პეს გიაც და თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბიც... ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ენით აუ­წე­რე­ლი, მთე­ლი ხევი შეძ­რუ­ლია“, - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×