რეზონანსი
27.04.2025

უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგულებელყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - წინადადება, რომელიც უკრაინამ 11 მარტს მიიღო.

„რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×