რეზონანსი
27.04.2025

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, - განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, გარკვეული კანონების მიღება ამერიკასა და ევროპაში შეიძლება, თუმცა საქართველოში - არა.

„ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას - არა და დავრბივართ ქუჩებში - პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მე-100 დღე... მემილიონე დღეც ხომ არ უნდა იძახონ?! აქეთ ხალხია და ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, შენ თავს არავის დააჩაგვრინებს. ხომ უნდა იყოს თქვენთან ის ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მელაპარაკებოდნენ. არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება - ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ. არის საქართველო და არის მეორე მხარე - ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×