რეზონანსი
26.04.2025

მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პაატა ბურჭულაძის იდეა, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი ძალით, ტელეფონებით ჩაატაროს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ბურჭულაძე იქნება ცესკოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრემიერი ალბათ, ვაშაძე“.

„იმაზეც ვერ თანხმდებიან, მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. დაუჯერონ ბურჭულაძეს, მოემზადონ არჩევნებისთვის, ჩაატარონ არჩევნები. ჩვენ მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს. ბურჭულაძე იქნება ცესკოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრემიერი ალბათ ვაშაძე, არავის დაუთმობს და მერე ალბათ გაინაწილებენ. ან შეიძლება ვერც გაინაწილონ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×