რეზონანსი
26.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი.

"რატომ არ ამბობს ეს არასერიოზული რეპორტიორი, რომ სწორედ ობამამ გახადა შესაძლებელი რუსეთისთვის ყირიმის უკრაინისგან მოპარვა ერთი გასროლის გარეშეც კი? გაუკრიტიკებია ოდესმე ბეიკერს ობამას მიერ ყირიმის გაცემა? არა, ერთხელაც არა, მხოლოდ ტრამპი, მე ამ სულელურ ომთან არაფერი მქონია საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი - თეთრეული. ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ეს პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი", - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ცდილობს ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოასწოროს.

„უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო" თუ „მეორადი სანქციების" მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!"- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×