რეზონანსი
26.04.2025

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის კრიზისების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის, ჰოსეინ ზაფარის თქმით, აფეთქება, როგორც ჩანს, შაჰიდ რაჯაის კონტეინერებში ქიმიკატების არასწორმა შენახვამ გამოიწვია, თუმცა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ქიმიკატებმა გამოიწვია, ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქების ხმამ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია და კუნძულ კეშმზეც გაისმა, რომელიც პორტიდან სამხრეთით 26 კილომეტრში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×