რეზონანსი
26.04.2025

წარმოუდგენელი ამბავი, რომელსაც დედა და ბებია 7 წლის ბავშვის მიმართ სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბებია და დედა არასრულწლოვანის ცემის ფაქტს აღიარებენ. „მთავარი არხის" ინფორმაციით, ასევე ბავშვის დედა აღიარებს იმასაც, რომ დაშინების მიზნით, მას რამდენჯერმე უკბინა.

ოჯახის წევრები ბავშვზე ძალადობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ის რთული ქცევის იყო, ხშირად არ უჯერებდა და თავად ძალადობდა შინაურ ფრინველებზე.

როგორც დედამ და ბებიამ, ასევე ბავშვმაც დაკითხვისას განაცხადეს, რომ არასრულწლოვანი დასჯის მიზნით ერთი ღამით იყო გამოკეტილი დამხმარე შენობაში (ნალიაში).

ამ ეტაპზე ბავშვის ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდებათ.

როგორც ბავ­შვის მა­მი­და ამ­ბობს, მისი ძმის შვი­ლი დე­დამ და ბე­ბი­ამ სა­ღო­რე­ში იმის­თვის და­ამ­წყვდი­ეს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი მე­ზობ­ლებს არ ენა­ხათ და მო­ზარდს სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი მხო­ლოდ წყალს და პურს აწ­ვდი­და.

„ბავ­შვი ამ და­ზი­ა­ნე­ბის მერე და­უმ­წყვდე­ვი­ათ სა­ღო­რე­ში, რომ არა­ვის არ ენა­ხა. რომ არა­ვის არ და­ე­ნა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მი­ა­ყე­ნეს ბავ­შვს. თან სკო­ლა­შიც არ უშ­ვებ­დნენ, ამ სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი აწ­ვდი­და მარ­ტო წყალს და პურს. 5 დღე ვი­ტან­ჯე­ბო­დიო, ბავ­შვი ამ­ბობს. გაქ­ცე­უ­ლა და უნა­ხია ხალ­ხს, მერე შე­შინ­და და ტყე-ღრე­ში გაქ­ცე­უ­ლა, სა­საფ­ლა­ო­ე­ბით, ხილ­ნა­რით და გა­მო­სუ­ლა დე­და­ჩე­მის სახ­ლთან. 1-1.5 კმ უვ­ლია. ვი­თხოვ, რაც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნის, და­ი­სა­ჯოს ეს ორი ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს მა­მი­და „ტვ პირველთან",

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×