რეზონანსი
26.04.2025

მხატვარი და მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა.

ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელს 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აჩუქა.

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდზე დაკრძალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×