რეზონანსი
25.04.2025

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც საქართველოში არსებულ მაკრო-ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ჩვენ საკმაოდ წარმატებული შეხვედრები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ხელმძღვანელობასთან, გენერალურ დირექტორებთან. შემდეგი აქტივობა, რაც არის დაგეგმილი, ეს არის ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლა თბილისში.

შეხვედრაზე საუბარი პირველ რიგში შეეხო მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. აღინიშნა, რომ ყველა საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი რაც ჩვენ გვქონდა გაცხადებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, არის წარმატებით შესრულებული. აქ იგულისხმება როგორც მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა, ჩვენ ასევე გვქონდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასახავდა პროდუქტიულობის დონის ამაღლებას და ამიტომაც არ იწვევდა ინფლაციურ წნეხს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო კარგად მომზადებული ეგებება გარე გამოწვევებს. სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ძირითადი მსჯელობის საგანი არის გარე გამოწვევები. საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტაბილური მაკრო/ეკონომიკური მაჩვენებლებით და ძლიერი უსაფრთხოების ბალიშებით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ამ თვალსაზრისით მშვიდად ვიყოთ. ჩვენთან მიმართებაში პროგნოზები დადებითია", - აღნიშნა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×