რეზონანსი
25.04.2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×