რეზონანსი
19.04.2025

გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. საუბარია ელჩის განცხადებაზე: „არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.

ვლდიმერ ბოჟაძის თქმით, ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი.

„ეს მიუთითებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე. არაფერს ვლაპარაკობ უკვე 2012 წლის შემდეგ.

ყველაზე მთავარი, თქვენ იცით, რომ ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში, ბრიუსელში, სტრასბურგში, მათ შორის, სამწუხაროდ ბერლინშიც მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი და სამართალდამცავების მიმართ გაურკვეველი სანქციების დაწესება სრულიად გაუგებარია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×