რეზონანსი
18.04.2025

 აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, აშშ მზად არის უკ­რა­ი­ნა­ში ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით "სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა" შე­წყვი­ტოს თუ მხა­რე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს "გა­არ­თუ­ლე­ბენ". ამის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, ტრამპს კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე ჰკი­თხეს, რო­დის იქ­ნე­ბა აშშ მზად მი­ა­ტო­ვოს "სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა", რა­ზეც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა: "დღე­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა არაა, მაგ­რამ სწრა­ფად, ამის [სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის] მიღ­წე­ვა გვინ­და".

"თუ რა­ი­მე მი­ზე­ზით ორი­დან რო­მე­ლი­მე მხა­რე ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს საქ­მეს, უბ­რა­ლოდ ვი­ტყვით "სუ­ლე­ლე­ბი ხართ, სუ­ლე­ლე­ბი ხართ, სა­ში­ნე­ლი ხალ­ხი ხართ" და უბ­რა­ლოდ ხე­ლებს "და­ვი­ბანთ". მაგ­რამ, ვი­მე­დოვ­ნებ, ამის გა­კე­თე­ბა არ მოგ­ვი­წევს", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ტრამპმა პა­სუ­ხი არ გას­ცა კი­თხვას, აშშ მთლი­ა­ნად მი­ა­ტო­ვებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს თუ გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ვარ­დე­ბა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო პროგ­რეს­ზე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ მან ორი­ვე მხა­რის­გან "უნდა და­ი­ნა­ხოს ამის დას­რუ­ლე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი" და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მალე ეცო­დი­ნე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×