
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მიტანილ იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.
ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე წითელ პარასკევს, აღდგომის წინ".
ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე - წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა - ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, - მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.
არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია - დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა - დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს", - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსებმა იერიში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მიიტანეს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-მდე დაშავდა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვს „ისკანდერის" ტიპის სამი რაკეტით, 18 აპრილს, დაახლოებით 05:10 საათისთვის დაარტყეს.
ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი და საწარმო.