რეზონანსი
18.04.2025

უკრაინამ 909 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც ბახმუტის, კურახოვოს, პოკროვსკის და სხვა ტერიტორიების მახლობლად მდებარე ფრონტის ხაზებზე დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველები დააბრუნეს: კურახოვოს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.

შტაბის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაში დახმარება მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაუწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×