რეზონანსი
18.04.2025

ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუქარები რეალობაში განხორციელდეს.

„პირველ რიგში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს. ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს. რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას. ნათელი მაგალითია ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც, რომელი სახელმწიფო, რა მიზნებით იყენებდა ასე უსაფუძვლოდ ემბარგოს, სანქციებს, ხალხის დეპორტაციას ქვეყნიდან. ეს იყო რუსეთი და დღეს არათუ დღევანდელ რუსეთს, არამედ იმ ღრმა საბჭოთა კავშირს ემსგავსება ევროკავშირი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ცდილობს, მიიღოს, რადგან დააშანტაჟოს ქართველი ერი. ერთადერთი მიზეზის გამო, საქართველო არ ჩაერთო იმ დიდ უბედურებაში, რომელსაც საქართველოს უქადდა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჩართულობაზე გადაწყვეტილების აღსრულება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×