რეზონანსი
18.04.2025

აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია უკვე რადიკალურ ექსტრემისტულ ჯგუფებად მარგინალიზდეს.

„აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ვგულისხმობ ექსტრემისტულ, რადიკალურ ოპოზიციას. რაც უფრო მალე ჩაეხსნებიან საარჩევნო პროცესებს ზოგადად და საბოლოოდ მარგინალიზდებიდან რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებად, გარკვეული პერიოდი უნდა ავიტანოთ და მერე თვითონვე განილევა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ დაპირებაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას.

„არჩევნებამდე მათ შორის სამართლებრივი პროცედურებია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტების დაცვით, გამჭვირვალედ და სრული დასაბუთებით მომზადდეს. ამას დრო სჭირდება და არ არის საჩქარო. ისიც ვიცით, რომ რომც გამოვიდნენ არჩევნებში იქ იმავე პასუხს მიიღებენ, რასაც აქამდე უკვე 13 წელია იღებენ. პირიქით, ეს უფრო გააძლიერებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×