რეზონანსი
17.04.2025

ინერგება სასჯელის ახალი სახე ეს არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. გამოყენებული იქნება იმ უცხოელების მიმართ, ვინც ქვეყანაში ჩამოვიდა და ჩაიდინა დანაშაული, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

„ინერგება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, რომელიც ასევე გულისხმობს ქვეყნიდან გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას. ეს გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ქვეყანაში ყოფნის ვადებს.

ჩვენ დავეყრდენით, როგორც ევრო დირექტივებს, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეხვედრები გვქონდა კოლეგა უწყებებთან. ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა სასამართლოსთან. ახალი კანონმდებლობით ინერგება გადაწყვეტილების ონლაინ ჩაბარების წესი, რომელიც ზუსტად დროში ათვლის გასაჩივრების და წარმოების ვადებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოუსპობს მათ საშუალებას, რომ ხელოვნურად გაიყვანონ დრო და ხელოვნურად მოახერხონ თავშესაფრის პროცედურით ბოროტად სარგებლობა.

მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ბინადრობის ნებართვები არ გაიცემა იმ პირებზე, ვის მიმართაც უკვე დაიწყო გაძევების პროცედურა", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×