რეზონანსი
17.04.2025

თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ დავით დოიაშვილს რეჟიმმა კოლეგიალობა და მეგობრობა არ აპატია. მომღერალი ახლა იმ ხელოვანებთან ერთად დგას კულტურის სამინისტროსთან, ვინც დოის გათავისუფლებას აპროტეტსტებს და თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვს.

თიკა რუხაძის უახლოესი მეგობარი იყო დოი - ამბობს თამრიკოს ჭოხონელიძე და აცხდებს, რომ რეჟიმის წარმომადგენლების ცნებებიდან გაქრა ეს ცნებები, როგორიცაა მეგობრობა, კოლეგიალობა და სოლიდარობა. 

სწორედ კოლეგიალობა არ აპატიეს დოის - ამბობს ჭოხონელიძე და ახლა ყცელაზე მეტად აინტერესებს, ვინ დათახმდება და დაიკავებს დოიაშვილის თანამდებობას. 

არ ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან იმდენი რამ მოხდა, შოკში ვართ ისეთ რამეებს აკეთებენ. ამიტომ, ნამდვიალდ არ იყო ჩემთვის გასაკვირი. კითხვას ვსვამ უბრალოდ - აღარაფერი ღირებულება აღარ არსებობს? გაქრა საერთოდ ამათი ცნებიდან ტერმინები - ადამიანი, კოლეგიალობა, პროფესიონალიზმი, მეგობრობა, იმიტომ რომ თიკა რუხაძის უახლოესი მეგობარი იყო დოი, რა საფუძველზეც გათავისუფლდა, ამას რომ ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან დიდი ტყუილია.

ამ თეატრმა რამდენი რამ გამოავლინა კოლეგიალობის თვალსაზრისით, ეს არ აპატიეს სწორედ დოის. ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვის დანიშნავენ. მე ერთადერთი სი მაინტერესებს - ვინ იკადრებს? იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა ხომ მაინც იქნება ამ ამბებთან შეხებაში და ხომ ზუსტად ეცოდინება სინამდვილეში, რა ხდებოდა ამ თეატრში.

თუ არ დაგვხრიტეს ახლა ყველა, დოის წინ დიდი გზა აქვს და მე წარმატეტები მინდა ვუსურვო. დოი არის სწორედ კოლეგიალობის და მეგობრობის მაგალითი. როდესაც მე მჭირდებოდა დოი, მან ხორვატიაში 9 ნომინაციაზე ური განაცხადა და ჩემთვის ჩამოვიდა, რომ ჩემი კონცერტი არ ჩაშლილიყო. ამიტომ ასე სამართლი როგორ წაიშლება, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×