რეზონანსი
17.04.2025

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ხედავენ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებზე მუშაობს და მუდმივად საკითხების გადაწყვეტაზე ფიქრობს.

„ადამიანები ხედავენ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებზე მუშაობს და მუდმივად საკითხების გადაწყვეტაზე ფიქრობს. როცა გამარჯვებაზე ვსაუბრობთ, არგუმენტი ის საქმეა, რასაც ქვეყნის მასშტაბით კეთდება. ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ბარიერი გადალახეს და მანდატები არ გამოიყენეს, რაც მათი არჩევანია. როცა გარედან დაწერილ სცენარებს ბრმად მიყვებიან, ეს მათი პრობლემაა. ნაწილს უჭირს თქვას, რომ აბსოლუტური სიბეცე იყო, რაც ჩაიდინეს. ამიტომ, ახლა თვითმმართველობის არჩევნებში რა პირით უნდა მიიღონ მონაწილეობა? – გადაწყვეტილების მიღება ამიტომ უჭირთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×