
თბილისში ოჯახის წევრები დაკარგულ მოზარდებს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნენ და სახლში არცერთი არ მისულა.
ამ დროისთვის პოლიცია ჩართულია ძიებაში. როგორც თეკლას დედამ განაცხადა, შვილს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. სკოლა ჩუღურეთის რაიონში ვარდების ბაღთან მდებარეობს
„ორ საათზე გამოვიდნენ სკოლიდან და არავის აღარ უნახავს. პოლიციაში უკვე განვაცხადე, არცერთს ტელეფონი არ აქვს. დილას ექვს საათზე მოვედი სახლში. მთელი ღამე ვეძებდით. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა.
მასწავლებლის ტელეფონით დამირეკა ბარბარემ, მითხრა, დარჩეს ორი საათი, თეატრი გვაქვს სკოლაში, მე მოვაცილებო. ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ზაფხულში ვეღარ ვნახავო. ხუთი თვით მივდივარ სოფელშიო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. იმ გოგონას დედამ თქვა, პირველად მესმის ასეთი რამ, სოფელშიც გადარეკა და იქ არ არიან. ჩემი შვილი მერვე კლასშია. ბარბარე მეექვსეკლასელია", - განუცხადა "ამბებს" მშობელმა.
ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე: 577 16 00 80; 593737492
წყარო: ambebi.ge