რეზონანსი
15.04.2025

ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარი სრულად ადგილობრივი წარმოების სასურსათო კვერცხით მარაგდება. თურქეთში, რომელიც საქართველოს მთავარი მომწოდებელია, კვერცხის დეფიციტია, ამიტომ იმპორტი შეწყდა, მოთხოვნის 100-ვე პროცენტის დაკმაყოფილება კი ადგილობრივი ფაბრიკებიდან ხორციელდება.

"კოდას” გენერალური დირექტორის ზურაბ ჭუჭულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კვერცხზე ფასი სტაბილურია და საფასო პოლიტიკის ცვლილება წინასააღდგომოდ არ განიხილება, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი წლის დასაწყისში გაზარდეს, რაზედაც დიდი გავლენა ფრინველის საკვებზე მზარდმა ხარჯმა იქონია.

"წინასააღდგომოდ არანაირად არ იგეგმება ფასების გადახედვა, არამხოლოდ სააღდგომოდ, თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ იგეგმება ჩვენს პროდუქციაზე ფასების მატება. ბოლოს ფასებს გადავხედეთ წლის დასაწყისში და ეს იყო დაახლოებით 2%-იანი ზრდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 30%-ით გაგვიძვირდა ძირითადი საკვები კომპონენტები, სიმინდი, ხორბალი. დაახლოებით 60 თეთრი ღირდა სიმინდი დეკემბერში და დღეს ღირს 90-95 თეთრი. საკვების ნაწილში ძალიან დიდი ფასის მატება იყო, დაახლოებით საბოლოო პროდუქტი გაგვიძვირდა 12%-ით და ჩვენ 2-3 %-ით გავაძვირეთ კვერცხი”,- აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×