რეზონანსი
15.04.2025

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლამ აჩვენა რამდენად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა.

"თუ პოლიტიკურ მდგენელს შევხედავთ და როგორია ჩვენი ხედვა გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე მოსვლასთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც იღებს სახელმწიფო ბიუჯეტისგან დაფინანსებას, რომელმაც არ მიმართა პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე და დღეს უკვე გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაზე, ეს ბუნებრივია უკვე 100%-იან აღიარებას გულისხმობს საქართველოს პარლამენტისა. აქ არ აქვს მნიშვნელობა აღიარებს, ან სწამს თუ არა ამისი, აქ მთავარი არის, რომ ჩვენ კარგად ვიცით ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან, რასაც არ სჭირდება არავის დასტური, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. თუმცა ის, რომ გახარიას პარტიას აქვს სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტს შემოუერთდეს, ეს დღეს კიდევ ერთხელ შავით თეთრზე დადასტურდა.

ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა საკითხებზე მისი შეფასება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რაოდენ არასწორად იყო, მათ შორის, 20 ივნისის პროცესი მართული, რაოდენ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ის გადადგა და გუნდში ეს ღალატად იქნა აღქმული და საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ ეს ღალატი იყო არა გუნდის, არამედ ირიბად საქართველოს ღალატი. პრაქტიკულად ასე იკვეთებოდა, რომ მისი ამ გადადგომის შემდგომ უფრო გააქტიურდა კიდევაც და ესკალაცია დაიწყო უფრო პროცესების", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×