რეზონანსი
14.04.2025

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითვის ნაბიჯები გადადგას. ეს მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

"არ არსებობს მკაფიო ვადები, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სიმართლეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც მზად არის ამისთვის და ეს სურს"- თქვა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების განცხადებები შეაქო და თქვა, რომ მოსკოვი მზაადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×