რეზონანსი
14.04.2025

"ეს კომისია არის ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, "ქართული ოცნების" პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. 

გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს გამოკითხვის შემდეგ მის მიმართ გამოძიებას, ან დევნას თუ დაიწყებენ. 

"მთავარი არის, რომ მე რასაც ვუყურებ, ეს კომისია არის გამოყენებული. ამიტომ მოვედი მხოლოდ და მხოლოდ, ეს კომისია არის ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური და ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის გმირებს, ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას ცდილობენ, მე არ შემეძლო უბრალოდ აქ რომ არ მოვსულიყავი. ყველაფერი ვთქვი მე რაც სათქმელი იყო... ამის შემდეგ მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოძიებას დაიწყებენ, დევნას დაიწყებენ, მე ვარ იქ სადაც ვარ, ვაკეთებ იმ საქმეს რასაც ვაკეთებდი. დანარჩენი მერე", - განაცხადა გახარიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×